LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დღეს თბილისის ბაროკო ფესტივალი გაიხსნება

64

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დღეს თბილისის ბაროკო ფესტივალი გაიხსნება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ორგანიზებით, 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, ამიერკავკასიაში პირველად, “თბილისის ბაროკო ფესტივალი” ჩატარდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის სპეციალისტები ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან; ყველა კონცერტზე ნაწარმოებები ძველებური ინსტრუმენტებით შესრულდება.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება “ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი”, რომელიც ბახის, სკარლატისა და ჰენდელის საიუბილეო წელს ეძღვნება.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა” ერთადერთი ძველი მუსიკის აკადემიური ანსამბლია რეგიონში, რომელმაც უკვე არაერთხელ მიიპყრო მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები