LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის თეატრში ჯანსუღ ღვინჯილიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

106

 

დღეს, 17:00 საათზე,  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში  ცნობილი ქართველი მწერლის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ჯანსუღ ღვინჯილიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მწერლები, მსახიობები  და მუსიკალური ანსამბლები.

საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,  თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები