LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის თეატრში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო გაიმართება

168

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში 25 მაისს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო „ლექსო არ დაიკარგები” გაიმართება.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება პოეტური ფოლკლორის ძველი და ახალი ნიმუშები, ხალხური სიმღერა და ცეკვა. შედგება არაერთი მთქმელისა და ავტორმთქმელის დებიუტი.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება. საღამოს ფოლკლორისტები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული წაუძღვებიან.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები