LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე ერთმანეთს შვიდი ავტომობილი შეეჯახა

56

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ ერთმანეთს შვიდი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ დროისთვის მოძრაობაც შეჩერებულია.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები