LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე „სახაჭაპურე N1“ დააყაჩაღეს

125

თბილისში, რუსთაველის გამზირზე „სახაჭაპურე N1“-ის სწრაფი კვების ობიექტში, რომელიც რესტორნიდან დაახლოებით 30 მეტრში მდებარეობს, ერთი პირი შეიჭრა. მას სამედიცინო ნიღაბი ეკეთა. ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს.

კვების ობიექტის დირექტორი წაღებული თანხის ოდენობას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მისი ზარალი დიდი არ არის. რესტორნის თანამშრომლების თქმით, თავდამსხმელი შეიარაღებული არ ყოფილა.

შსს-ს განცხადებით,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები