LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2” აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას – ირაკლი კობახიძე

121

„რუსთავი 2“ აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება რუსული პროპაგანდისტული არხების „საუკეთესო“ პრაქტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პარტიულ ტელევიზიას, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ აქვს სინამდვილის დამახინჯების, მაყურებლის მძევლად აყვანის და სინამდვილის გაყალბების ერთგვარი მცდელობა.

ჩვენ ვაწარმოებთ მედიამონიტორინგს, საუბარია თვისობრივ მონაცემებსა და რაოდენობრივ კვლევაზე, რომლის შედეგებსაც მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს შედეგები ადასტურებს, რომ აღნიშნული ტელეკომპანია აწარმოებს ე.წ. ტვინის გამორეცხვის კამპანიას.

პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა „რუსთავი 2-მა“ არის „ომეგა ჯგუფის“ საქმე. დადასტურდა, რომ ეს იყო სპექტაკლი, რომელიც ძალიან მალე ჩავარდა. საბოლოოდ გაირკვა ის, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს სურდა ათეულობით მილიონის გადახდაზე უარის თქმა. მან მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“. ეს სპექტაკლი ჩავარდა. დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა პასუხები, როგორც გაეცა პასუხები პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს.

დღეს არის რეალობა, სადაც აღიკვეთა ის დანაშაულები, რომელსაც ჩადიოდა ხელისუფლება. 9 წლის განმავლობაში ეს დანაშაული იყო წამება, გაუპატიურება, ზეწოლა, რეკეტი. ჩვენ ეს ძალადობრივი სისტემა და რეჟიმი ჩავაბარეთ წარსულს. დღეს ეს პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე აღკვეთილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ „ქართული ოცნების“ წევრების გადაცემებში მიწვევას გაურბის.

„ყველამ იცის, რომ მათ ინფორმაციას მხოლოდ ცალმხრივი გაშუქების პირობებში აქვს ძალა. გუშინ იყო ბოლო ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი წარმომადგენლის მონაწილეობა ეთერში, თუმცა ამაზე უარი ითქვა „რუსთავი 2-ის“ მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ პარტიულ ტელევიზიას, რომ მინიმალურ დონეზე მაინც დაიცვან სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას არავის მუქარის არ ეშინია. მისივე განმარტებით, ხელისუფლება ყველას პასუხს გასცემს მისი სიმართლით.

“ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩაბარდა წარსულს. სადაც არ არის გადაცდომა, დანაშაული, იქ ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი ვერ შეიქმნება. როცა ეს ყველაფერი აღკვეთილია საზოგადოებაში, ბუნებრივია, ხელისუფლებას არავის მუქარის არ ეშინია. ეს არის ჩვენი სითამამის მიზეზი. სადაც არ არის გადაცდომა, დანაშაული, იქ ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი ვერ შეიქმნება,“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები