LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2”-ის ადვოკატები სტრასბურგში შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივებას შეეცდებიან

30

“რუსთავი 2”-ის ადვოკატები რამდენიმე საათში სტრასბურგში აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად საჭირო დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დოკუმენტაციას შორის არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები.

მათ შორის არის ტელეკომპანიის იურისტების პოზიცია – თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ დროებით შეჩერებით მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები