LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2”-ის გაჩერებით ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დარტყმას მივაყენებთ – პრეზიდენტი

30

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის გაჩერებით ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს სერიოზული დარტყმა მიადგება, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „იმედის დროში“ განაცხადა.

”ის, რაც 2007 წელს მოხდა, იყო კატასტროფა. მახსოვს მაშინ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს ვთქვი, რომ ეს სააკაშვილისთვის იყო ტრაგიკული შეცდომა, რომელზეც ის გადაიხდის. მერე ასეც მოხდა. 2012 წელს, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი მთავარი პოლიტიკური გზავნილი იყო, რომ ჩვენ სახელმწიფოს ტერორს ვამთავრებთ, ჩვენ მედიაზე კონტროლს ვამთავრებთ, ვამთავრებთ მოსმენებს და ადამიანების შანტაჟს. ეს იყო, რაც გვაერთიანებდა განცხადებების დონეზე და ემოციურადაც. ”ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის მთავარ პრობლემას იმაში ვხედავდით, რომ მათთვის ადამიანი იყო ის ერთეული, რომელიც თუ არ გეთანხმებოდა, უნდა გაგეჩუმებინა. ძირითადად, ეს გაჩუმება აგრესიული მეთოდებით ხორციელდებოდა – ეს ეხებოდა მედიას, ოპოზიციურ აზრს და ასე შემდეგ. 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არის საბოლოოდ მოპოვებული – მეც, თქვენც, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის სჭირდება იყოს ფხიზლად იმისთვის, რომ დაიცვას თავისუფლების ღირებულება. ძალაუფლება, რომელიც არ კონტროლდება, ყოველთვის მიისწრაფვის ზედმეტი კონტროლისკენ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები