LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რუსთავი 2“-ის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე განაცხადს შეიტანენ

39

”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია”რუსთავი 2“-ის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე განაცხადს შეიტანენ.

„ ხვალ შეგვაქვს ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათ ხელთ არის, განიხილონ ჩვენი სარჩელები და მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის ანტიკონსტიტუციურობაზე ამ მიმართულებით გადაწყვეტილების უკუძალაზე . ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები