LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“-ის იურისტი: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ტყვედ ამიყვანდნენ…“

181

„რუსთავი 2“-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ არხთან „ქართული მარშის“ აქციისას არის გადაღებული, რომელიც გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ იყო მიმართული. შეგახსენებთ, რომ „მარშისტები“ ტელეწამყვანისგან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. მანქანაში, სადაც გაბუნია იჯდა და რომელსაც ალყა შემოარტყეს, ასევე იჯდა თამთა მურადაშვილი.

ის წერს:

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ტყვედ ამიყვანდნენ. როცა ჩემს გადაღებულ ვიდეოებს ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება და რომ ეს ნამდვილი ტყვეობა იყო. ნახევარსაათიანი კოშმარი!

ნახევარსაათიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მე და გიორგი გვიხსნეს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლება.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომელს ჩვენი ასეთი დაცვისთვის. ამ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ „რუსთავი 2“-ელები “ქართული მარშის” წარმომადგენლების მანქანიდან გარიდებას და თვითონ დგებიან მანქანის გარშემო, რომ დაგვეხმარონ მშვიდობიანად გასვლაში.

ჩვენ ჩვენივე თანამშრომლებმა დაგვიხსნეს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები