LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა,შესაძლოა, ცუდად აისახოს დემოკრატიის ხარისხზე – ხორბალაძე

75

„გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, თუმცა მაინც გვქონდა იმედი, რომ მსჯელობის გარეშე, ერთ დღეში არ მიიღებდა გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელმა თამარ ხორბალაძემ განაცხადა.

 მისი თქმით, „ეს არის ძალიან მძიმე კონტექსტი მედია თავისუფლების თვალსაზრისით“, რადგან სცილდება ერთი ცალკე აღებული „რუსთავი2“-ის თემას.

„ეს პროცესი აისახება მედიაპლურალიზმზე საქართველოში, მითუმეტეს, გვაქვს ძალიან ცუდი მაგალითები მანამდეც, როგორც ქვეყანაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და არის ინტერნეტი და თითქოს გვაქვს ან ილუზია, ან მოლოდინი, თითქოს ინფორმაციის შეზღუდვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაინც ჩემთვის ამ გამოცდილების ფონზე „რუსთავი 2-ის“, როგორც მკვეთრად კრიტიკული მედიის პოლიტიკის შეცვლას, ან დახურვას, მივყავართ სხვა მოსაზრებისკენ,“ – აცხადებს ხორბალაძე.

ის დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება და მოქმედი ხელისუფლების მიმართ ლოიალური გახდება, დაწევს თავისუფლების ხარისხიც საქართველოში.

„ბოლო პერიოდში მედიაში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის საშუალებას არ გვიტოვებს. უახლოეს წარსულში არაერთი მაგალითი გვქონდა, როცა მფლობელები იცვლებოდნენ თითქოს ტელევიზიების გაუმჯობესების მიზნით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის მენეჯმენტი გადავიდა, ახლა კი „რუსთავი 2“…

ხორბალაძის თქმით, ტელეკომპანიის და მისი პოლიტიკის შეცვლა, შესაძლოა, ძალიან ცუდად აუსახოს როგორც მედიის თავისუფლებაზე, ისე დემოკრატიის ხარისხზე ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები