LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის შენობასთან პოლიციამ ქართული მარშის 6 წევრი დააკავა

34

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან ქართული მარშის 6 წევრი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარშის წევრებმა ტელეკომპანიის თანაშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ წევრების მიერ გამართული აქციის შესახებ „112“-ში შეტყობინება 16:32 ზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების მობილიზება „რუსთავი-2“-ის ეზოსთან 16:39 საათზე დაიწყო. 
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შეგხსენებთ, რუსთავი 2-ის   შენობის წინ, „ქართული მარშის“ აქტივისტებმა ტელევიზიის ეთერში გასული გადაცემა გააპროტესტეს. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები