LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

50

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, “რუსთავი 2-ში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთან ხანძრის შესახებ შეტყობინება 112-იდან შევიდა. შეტყობინების მიღებიდან 7 წუთში კი მეხანძრეები ადგილზე იმყოფებოდნენ.

“ტელევიზიის საწყობში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად შეძლეს. 

მათი დაუყოვნებლივი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, 300-400 კვ/მ ფართობის მქონე საწყობში ცეცხლი მხოლოდ 40 კვ/მ-დე გავრცელდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, ომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები