LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2”-ში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

58

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს.

ტელეკომპანიის შენობაში, ცოტა ხნის წინ, გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, გადაცემა “არჩევანის” წამყვანი ნიკა გვარამია, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, კომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი შევიდნენ.

ასევე, კომპანიაში მივიდნენ ჟურნალისტების და ოპერატორების ნაწილი. არც ერთ მათგანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თათბირი სავარაუდოდ, ნიკა გვარამიას გადადგომას შეეხება. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოფიციალური განცხადებები, თათბირის შემდეგ გაკეთდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები