LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-თან გადასახადის გადახდის გრაფიკის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება – დიმიტრი ქუმსიშვილი

85

“რუსთავი2-თან გადასახადის გადახდის გრაფიკის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება,” – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რუსთავი2-ის ფინანსური დავალიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ქუმსიშვილმა დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ს ფინანსური დავალიანება აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით.

“მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის არაკონკურენტუნარიანი გარემო. ამას უკვე აღარ ვამბობ, როგორც ფინანსთა მინისტრი, რომლის უშუალო მოვალეობა გადასახადების ამოღებაა, ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობაც არის ეკონომიკის განვითარება და ზოგადად, ეკონომიკური ბლოკი. ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როცა ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და შესაბამისად, სხვა კონპანიებისგან განსხვავებით მას მეტი ფული რჩება. მას აქვს შესაძლებლობა, უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად რუსთავი2-ს, ეს ეხება ზოგადად ყველას,”  – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ  რუსთავი2-თან გადასახადის გადახდის გრაფიკის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები