LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რუსთავი 2“-თან მიმართებაში პრეზიდენტის პოზიცია ხვალ იქნება ცნობილი

45

”რუსთავი 2“-თან მიმართებაში პრეზიდენტის პოზიცია ხვალ იქნება ცნობილი. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცადა, პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ არის ”რუსთავი 2“-ის დამცველი და მხარდამჭერი. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, იგი რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა, როგორც ჟურნალისტი და არა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
”მე დღეს ვერ გეტყვით ოფიციალურ პოზიციას. ოფიციალური პოზიცია იქნება ხვალ. ამის შესახებ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. დღეს მე როგორც ერთ-ერთი თქვენი კოლეგა, როგორც მოქალაქე ეკა მიშველაძე ვიქნები თქვენს გვერდით და დავიცავ სიტყვისა და აზრის თავისუფლებას”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პოპულალურები