LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2-ზე“ მომხდარი თავდასხმის დროს 6 დაკავებულიდან 1 ხელწერილით გაათავისუფლეს

34

„რუსთავი 2-ზე“ მომხდარი თავდასხმის დროს 6 დაკავებულიდან ერთი ხელწერილით გაათავისუფლეს, ორი პირი არამიანცის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. სამი მათგანის სასამართლო პროცესი კი ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.

ე.წ. „ქართული მარშის“ წევრები „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს თავს გუშინ დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს.

ე.წ. „ქართული მარში“ გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები