LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-თბილისის ავტობანის მიმდებარედ დატბორილი დასახლებიდან მაშველებმა ყველა ადამიანი გამოიყვანეს

62

რუსთავში ისევ წყალდიდობაა. ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს მოქალაქეების ნაწილი ნავებით გამოჰყავთ საცხოვრებლებიდან. წყლის დონე 35-40 სანტიმეტრს აღწევს.

უხვი ნალექის გამო გართულებულია მოძრაობა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზეც.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.

უხვი ნალექის შედეგად, რუსთავის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები