LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიის გამო მოძრაობა შეფერხებულია

148

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია. მიზეზი რამდენიმე საათის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა. თვითმხილველთა განცხადებით, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც სამი კაცი იმყოფებოდა, საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და Nisan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა.

დაშავებულია ოთხი ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.