LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-ვარკეთილის სამრშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

117

ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, სადაც რუსთავი-ვარკეთილის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შეიკრიბნენ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ისინი დამქირავებელი კომპანიის, “ინტერტრანსის” მიერ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას და დღიური მოსაკრებლის 10 ლარით გაზრდას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, მათი შემოსავლები გაზრდილი მოსაკრებლის გადახდის საშუალებას არ იძლევა. ახალი რეგულაციებით მათ დღეში 70 ლარის ნაცვლად 80 ლარის გადახდა ევალებოდათ.

მძღოლები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც “ინტერტრანსის” ადმინისტრაციამ მათი პრეტენზიების შესახებ შეიტყო, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.

აქციის მონაწილეები “ინტერტრანსის” ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვენ. რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით დღეს არცერთი რეისი არ შესრულებულა.