LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავის აზოტის” გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ

83

„რუსთავის აზოტის“ გათავისუფლებული 350 თანამშრომელი თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავს, დემონსტრაციის გამო მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია.

ცოტა ხნის წინ აქციაზე ხმაური იყო, აქციაში მონაწილე ირაკლი კაკაბაძე და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობს, აქციის მონაწილეებმა ერთ ზოლში იმოძრაონ და საპირისპირო მხარეს არ გადავიდნენ.

მსვლელობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები