LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის ”მაკდონალდსში” 50 ახალგაზრდა დასაქმდება

213

რუსთავის ”მაკდონალდსი” ოფიციალური გახსნისთვის ემზადება. როგორც ”ფორტუნას” ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ამ ეტაპზე ობიექტზე კადრების გადამზადება მიმდინარეობს.

”გახსნის ზუსტ თარიღს მას შემდეგ განვსაზღვარვთ, რაც დავრწმუნდებით, რომ ახალგაზრდები კარგად დატრენინგდნენ  და მზად არიან შეუდგნენ საქმეს, ამასთან,  შემოწმდება ყველა დანადგარი, რომლითაც პროდუქციაა მზადდება და ინახება.” – განაცხადა ჭყონიამ.

მისივე თქმით, ამჟამად რესტორნის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  ახალი რესტორანი 2000 კვ.მ -ზეა გაშლილი, გამწვანდა ტერიტორია, მოეწყო დიდი სკვერი და დაირგო 80 000 – ის ლარის ღირებულების ხეები. ტერიტორიაზე განთავსდა ასევე საპარკინგე სივრცეც.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, რუსთავის ”მაკდონალდსის” ასაშენებლად ჯამში 2 -ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ამასთან,  ჭყონია ”მაკდონალდსის” რიგით მეორე რესტორნის გახსნას ქუთაისში გეგმავს. ამ ეტაპზე

რესტორნის პროექტირება მიმდინარეობს, მისი მშენებლობის დასრულება კი 2017 წელს იგეგმება.

თემურ ჭყონია უახლოეს დღეებში „მაკდონალდსის“ ცენტრალური საწყობის გახსნასაც აანონსებს. როგორც ბიზნესმენი ამბობს, საწყობი უკვე მზად არის და ის სექტემბერში გაიხსნება. ცნობისთვის, აღნიშნული საწყობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან ”მაკდონალდსის” პროდუქციით მთლიანად ამიერკავკასია მოამარაგოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები