LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში 11 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

118

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 11 წლის ბიჭი გადმოვარდა. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

მოზარდი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები