LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, 12 წლის გოგოს მიმართ ძალადობის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს

103

სამართადამცველებმა რუსთავში, 12 წლის გოგოს მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ეჭვმიტანილი გუშინ საღამოს დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, რუსთავში, 12 წლის გოგონას, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ძალადობის განხორციელების მიზნით, თავს დაესხა და სარდაფში ძალით ჩაიყვანა. ყვირილზე მეზობლები გამოვიდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. მომხდარის შესახებ მეზობლებმა პოლიციას აცნობეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები