LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

46

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რუსთავში, 15 წლის  გოგონა დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მე-16 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდმა თავის ტრავმა მიიღო, თუმცა ის საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

ექიმის განმარტებით, დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. პაციენტს დამატებითი გამოკვლევები უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები