LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში 3 ადამიანი გაზით მოიწამლა

60

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, 3 ადამიანი გაზით მოიწამლა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მოწამლულებიდან ერთი მცირეწლოვანია. ამის შესახებ “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს.

ადგილზე გამოიძახეს სასწარფო სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი. 4 ადამიანს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, 3 მათგანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა წყლის გამაცხელებლიდან მოხდა, კომპანიაში განმარტეს, რომ ბინაში წყალგამაცხელებელი არასწორად იყო დამონტაჟებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან
ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები