LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

25

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გუშინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე  დაზიანებას გულისხმობს და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები