LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ახალგაზრდა წყვილს სცემეს

39

ახალგაზრდა წყვილი რუსთავში რამდენიმე მამაკაცმა სცემა. წყვილის მტკიცებით, მათ ორი ნასვამი მამაკაცი მიუახლოვდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ამის შემდეგ კი, სანამ ავტომობილში ჩაჯდებოდნენ, ორმა თავდამსხმელი ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდამსხმელებს, დაზარალებულების თქმით, კიდევ ხუთი პირი შეუერთდა.

დაზარალებულებმა სამართალდამცველებთან დაკავშირება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხეს, რაც თავდამსხმელებს გაექცნენ და ერთ-ერთ ოჯახს თავშესაფარი სთხოვეს.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სამართალდამველი უწყების ინფორმაციით, სამი თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები