LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ახალი მიწისქვეშა კაბელი დამონტაჟდა

53

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ რუსთავში ახალი, მიწისქვეშა კაბელი დაამონტაჟა. კომპანიის ინფორმაციით, ამით ელექტროენერგიის მიწოდება ბალანჩივაძის, რუსთაველის ნაწილის, დავით გარეჯის და სააკაძის ქუჩების ნაწილის აბონენტებს გაუუმჯობესდებათ. აღნიშნული სადენის მეშვეობით ასევე სტაბილური ელექტროენერგია მიეწოდება სხვადასხვა ორგანიზაციებს და დაწესებულებებს.

„ახალი, მიწისქვეშა კაბელის მონტაჟი მინმუმამდე დაიწყვანს ავარიულ შეზღუდვებს, თუმცა, ავარიის შემთხვევაში, ახალი კაბელი, ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიულ წყაროს ფუნქციას შეასრულებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კომპანიის ქსელში სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები