LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი აღმოაჩინეს

37

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსთავში არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი აღმოაჩინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე, ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც  არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები  – „პოკერი“ და ე.წ. „რულეტკა.“ აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა  შევიდოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის   192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

პოპულალურები