LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი დაშავდა

20

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. შემთხვევის დროს ერთმანეთს ,,ბე-ემ-ვეს”, ,,მერსედესისა” და ,,ნისანის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანებები მიიღო ,,ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომანაქნაში მსხდომმა სამმა პირმა და ერთმა მცირეწლოვანმა. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოთხივე მხოლოდ მსუბუქად არის დაშავებული.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო კოსტავას გამზირზე ტრანსპორტის მოზრაობა შეფერხებული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები