LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, ბავშთა სახლის აღმზრდელს სამმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

63

რუსთავში, ბავშვთა სახლ „თბილი სახლის” აღმზრდელს ნასვამმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით,  ნასვამი სამი მამაკაცი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ აუზში ბანაობას ითხოვდა. ბავშვთა სახლის თანამშრომლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც მამაკაცების გაღიზიანების და ურთიერთშელაპარაკების მიზეზი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია იმ პირთა ვინაობა, ვინც აღმზრდელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.ამ დროისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები