LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ბიტუმოვანი ნივთიერებების საწარმოს ასაშენებლად 2 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება

106

რუსთავში ბიტუმოვანი ნივთიერებების საწარმოს ასაშენებლად 2 342 904 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სს „რუსთავოილს“ რუსთავში მდებარე 97621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 6 შენობა-ნაგებობა გადასცა.

სს „რუსთავოილი“ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მინერალური საწვავის, ნავთობისა და მათი გამოხდის პროდუქტების, ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ახალი საწარმო წლის განმავლობაში 25 000 ტონა ნავთობის ბიტუმის წარმოებას შეძლებს და 40 სამუშაო ადგილს შექმნის.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  დღეის მდგომარეობით 211 პროექტის მხარდაჭერია, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა  249.21 მლნ ლარია, კომერციული ბანკების მიერგაცემული  სესხების მოცულობა ჯამში  246.25 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად 10369  ადამიანი დასაქმდება.