LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ბიულეტინების დათვლა სანთლის შუქზე მიმდინარეობს – ირმა ნადირაშვილი

114

“ქალაქ რუსთავში არის დაძაბული ვითარება, რამდენიმე უბანში გამორთეს შუქი და ბიულეტინების დათვლა მიმდინარეობს სანთლის შუქზე,”  – ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე  გააკეთა.
მისი თქმით, განსაკუთრებული ზეწოლა მიმდინარეობს იმ უბნებზე, სადაც ლიდერობენ „ევროპული საქართველო“ და  მათი კანდიდატები.

„მეათე სკოლაში, 35-ე უბანზე, სადაც ლიდერობს “ევროპული საქართველოს”კანდიდატი, გიორგი კიკოლაშვილი, გამორთულია შუქი, გარეთ არის მობილიზება სპორტსმენების. სწორედ იმ ადამიანების, რომლებიც დღის განმავლობაში ცდილობდნენ პროცესების ქუჩებიდან გაკონტროლებას. ხელისუფლება ცდილობს, ჩვენს კანდიდატს წაართვას გამარჯვება სწორედ ამ უბანზე,” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს გაყალბების მცდელობა და ზეწოლა. ირმა ნადირაშვილმა დამკვირვებლებს და მედიასაშუალებებსაც მიმართა, რათა მოხდეს მიმდინარე პროცესების გაშუქება.