LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ბავშვი და ორი ქალი მოიწამლა

70

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ცოტა ხნის წინ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

წინასწარი ინფორმაციით, 4 წლის ბავშვის და 31 და 62 წლის ქალბატონების ინტოქსიკაციის მიზეზი ოთახის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის ნამწვის საცხოვრებელ ბინაში გაჟონვა გახდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, როგორც ბავშვის, ასევე ქალბატონების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები