LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ბუნებრივი აირით 3 პირი მოიწამლა – 2 მცირეწლოვანი ბავშვია

90

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა. ინტოქსიკაციის დიაგნოზით სამი პაციენტი – 29 წლის ქალი, 10 წლის გოგონა და და 8 წლის ბიჭი კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

კლინიკის წარმომადგენლების ინფორმაციით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი წყლის გამათბობელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები