LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ბუნებრივი აირით 4 თვის ჩვილი და ორი ქალი მოიწამლა

104

ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის  ფაქტი რუსთავში.  შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, მე-12 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50 წლისა და 26 წლის ქალბატონები, ასევე 4 თვის ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სავაადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული იფნორმაციით, შუახნისა და ახალგაზრდა ქალბატონები, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 4 თვის ჩვილი კი – რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში.

ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები