LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს

64

რუსთავში,ცენტრალურ ქუჩაზე ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი ნივთიერება ბორდიულზე იპოვეს. ამის შესახებ inforustavi წერს. ხელყუმბარა, სავარაუდოდ,  ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა და 112- ში დარეკა. ადგილზე გამნაღმველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შშს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები