LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში დატყვევებული ბიზნესმენების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდნენ

99

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1976 წელს დაბადებული მუბარიზ ბ. და 1984 წელს დაბადებული ფარიზ ჰ. და საქართველოს სამი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ვლადიმერ ჯ, 1983 წელს დაბადებული ვუკარ კ. და 1988 წელს დაბადებული რომან ზ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ფულის გამოძალვის მიზნით, დაგეგმეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქეს. რუსეთიდან საქართველოში ნათესავის ქორწილში სტუმრად ჩამოსული ბიზნესმენები უზეირ ს. და მახირ ა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს რამდენიმე დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ ჩაკეტილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთივე წევრი დააკავეს. პოლიციამ გამოსასყიდი თანხის ნაწილი – 5 700 ამერიკული დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის დაფარვის გაადვილების მიზნით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები