LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე მოკლეს

91

რუსთავში მკვლელობა მოხდა. ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მფლობელი საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. აღნიშნულ  ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. სამართალდამცველები ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები