LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად ორი მცირეწლოვანი მოიწამლა

39

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ბაჩილავას თქმით, სახლში 6 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორმა მცირეწლოვანმა მსუბუქი ინტოქსიკაცი მიიღო, ასევე, ჰქონდათ გულისრევისა და თავბრუსხვევის სიმპტომები. მისივე ინფორმაციით, ექვსივე პირი კონტაქტური იყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, თუმცა, პრევენციის მიზნით, ბავშვები საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვა სახლში დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი აბაზანაში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები