LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში “ჰიუნდაი ავტოს” ფილიალი გაიხსნა

114

რუსთავში “ჰიუნდაი ავტოს” ფილიალი გაიხსნა. ამის შესახებ “ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ გიორგობიანმა განუცხადა.

გიორგობიანის თქმით, რუსთავის ფილიალის  საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია „ჰიუნდაის“ სხვადასხვა მოდელები. გარდა ამისა, ცენტრში მოქმედებს ავტოგანვადებაც. ასევე, მომხმარებელს შეუძლია აქ  ჩააბაროს ძველი „ჰიუნდაის“ ავტომობილი და შეიძინოს ახალი.

“თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ სერვის-ცენტრში წარმოდგენილია მომსახურების ფართო სპექტრი. გახსნასთან დაკავშირებით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს ავტომობილების უფასო დიაგნოსტიკა და 10% -იანი ფასდაკლება ორიგინალ სათადარიგო ნაწილებზე”, – განაცხადა გიორგობიანმა.

„ჰიუნდაი ავტო“ საქართველოს ბაზარზე 18 წელია საქმიანობს. კომპანიას აქამდე მხოლოდ ერთი, თბილისი ფილიალი ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები