LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ლომბარდი გაძარცვეს

122

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ლომბარდი გაძარცვეს. წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელი პირების ლომბარდში შეჭრისას ადგილზე მხოლოდ მოლარე გოგონა იმყოფებოდა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ოდენობის თანხაა გატაცებული. წინასწარი ინფორმაციით კი, თანხასთან ერთად, წაღებულია მობილური ტელეფონებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 178-ე მუხლითაა აღძრული, რაც ძარცვას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები