LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ორი ჩვილი გარდაიცვალა, ორივე სუნთქვის უკმარისობით

100

დღეს დილით რუსთავში ორი ჩვილი გარდაიცვალა. Inforustavi.ge-ს ინფორმაციით, ერთ თვემდე ბავშვების გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის უკმარისობა გახდა.

კლინიკა “რუსთავის” ექიმის განმარტებით, ერთ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ბავშვი ერთი საათის გარდაცვლილი დახვდა. მეორე შემთხვევაში ჩვილი მშობლებმა კლინიკაში თავად მიყვანეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ბავშვი, კლინიკაში  მიყვანამდე დაიღუპა.

გვამებს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები