LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში „ორი ნაბიჯის“ მაღაზია გაქურდეს

464

რუსთავში გამთენიისას სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ მაღაზია გაქურდეს. როგორც ცნობილია, მე-15 მიკრორაიონის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზია „ორ ნაბიჯში“ ქურდებმა კარის დაზიანების გზით შეაღწიეს, სალაროდან წაღებულია თანხა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები