LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

91

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი ჩვილი ნახეს. ფაქტი “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს.

ბავშვი სამართალდამცავებმა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკა ,,რუსთავის” ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.

კლინიკა „რუსთავის” სამშობიარო განყოფილების უფროსის ბადრი გელენავას განცხადებით, ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვილი ამ დროისთვის ჩვენთან რჩება, ველოდებით სოციალურ სამსახურს და უახლოეს პერიოდში მოხდება ალბათ მისი გადაყვანა ჩვილ ბავშვთა სახლში”, – განაცხადა ბადრი გელენავამ ,,ინტერპრესნიუსთან”.

შსს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები