LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

93

რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტრო ძრავების ჯიხურში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ცეცხლის ლიკვიდაცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის შედეგად ელექტრო ძრავების ჯიხური მთლიანად დაიწვა, ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები