LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში სამშენებლო ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა

30

რუსთავში მამაკაცი სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ, მშენებლობაზე იყო დასაქმებული, ფეხის ღია მოტეხილობა აღენიშნება და დიდი რაოდენობის სისხლი აქვს დაკარგული.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები