LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი კოლეგამ დაჭრა

41

რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს.

დაცვის თანამშრომელს დანით ჭრილობა მისმა კოლეგამ მიაყენა. როგორც ენერგოსისტემის თანამშრომლები აცხადებენ, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კაცს ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და საექსპერტო კრიმინალური პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები