LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მულტფილმები არ დაგვანახოთ: რას უფრთხის ლიტვა

1526

ლიტვამ რუსული ანიმაციური ფილმები საშიშად გამოაცხადა. სააგენტო „TACC”-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსული ანიმაცია ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას ემუქრება. სპციალისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ყველა მეთოდს მიმართავს იმისთვის, რომ ადამიანების გონება დაიმორჩილოს, პროპაგანდის საუკეთესო საშუალება კი ფილმებია. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაგალითად, 2016 წელს რუსეთის ფედერაციამ 1,5 საათიანი ვიდეომასალა მოამზადა, შემდეგ ის 10 უცხო ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პოპულარული მულტფილმი „მაშა და დათვიც“ ლიტვაში სწორედ იგივე მიზეზით აიკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები